14 წლის აითაჯ მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

პუბლიკა

თელავის რაიონული სასამართლომ 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობაში ბრალდებულ ასიმ სადიკოვს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ბრალდების თანახმად, 14 წლის გოგო, აითაჯ შახმაროვა სადიკოვმა საგარეჯოს სოფელ ლამბალოში 2023 წლის 6 ოქტომბერს მოკლა.

კაცმა მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე გოგო იძულებითი ქორწინების მიზნით გაიტაცა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა მიიღო.

აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებული ასიმ სადიკოვი ოთხი მუხლით გაასამართლეს. ეს მუხლებია: მე-11 პრიმა 109-ე მუხლი, რომელიც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს; 143-ე – თავისუფლების უკანონო აღკვეთა; 140-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის შეღწევას თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან და 236-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებას.

ათაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული. მათ შორის არიან აითაჯის დედა და ბიძა. მათ ბრალი ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აქვთ წარდგენილი.