14 წლის ბავშვზე ბიძა და ბაბუა გენდერული ნიშნით ძალადობდნენ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიების მიხედვით 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ.

გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.