„ენკამ“ ნამახვანჰესის ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა - ანგარიში

პუბლიკა

ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ მთავრობასთან კონტრაქტი ოფიციალურად გაწყვიტა – ამის შესახებ ENKA Insaat-ის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული.

„ENKA Insaat-ის ჯგუფის 90%-იანი მფლობელი შვილობილი კომპანია ENKA Renewables-მა საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა. ხელშეკრულების გაწყვეტა საქართველოს მთავრობის მხრიდან შეთანხმებული პირობების დარღვევისა და ფორსმაჟორული სიტუაციების გამო მოხდა. ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი, აღჭურვილობისა და სხვა საწარმოო დანადგარების არგამოყენება იყო – ჩამოიწერა 2021 წლის 31 დეკემბრისთვის 40 389 000 აშშ დოლარის ღირებულების წმინდა საბალანსო ღირებულების ძირითადი საშუალებები და აღჭურვილობა“, – ნათქვამია ანგარიშში.


სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.

როგორც გაგრძელდება კომპანიასთან კომუნიკაცია და მიმართავს თუ არა მხარე არბიტრაჟს, ამის შეკითხვებით „პუბლიკამ” ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.