უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3837 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.
სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარა – 263, იმერეთი – 646, ქვემო ქართლი – 245, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 404, კახეთი – 254, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 28 205 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 6 710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დღეს, 15 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 3837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 3105.