15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას, თუ მეორადი პასუხიც უარყოფითი იქნება – რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ მათთან ახალი ინფიცირებული პაციენტი არ არის. მისი თქმით, გუშინ ასევე ჩაუტარდა PCR ტესტირება კლინიკის ყველა თანაშრომელს და ყველას პასუხი უარყოფითია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში არის 105 პაციენტი. აქედან 86 ინფიცირებული შემთხევაა. დღეს ეწერება 1 პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული ნიმუში და მოვიდა უარყოფითი პირველადი.  დღეს გაგზავნილია მეორადი და ველოდებით პასუხს. დაახლოებით 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას, თუ უარყოფითი მოვიდა ისევ.

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, ამ ეტაპზე რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი. ყველა მდგომარეობა ამ ეტაზე უარყოფითი კლინიკის გარეშეა. თქვენ იცით, რომ გვყავდა პაციენტი რომელიც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში, რჩება მართვით სუნთქვაზე, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გაუმჯობესდება მისი ვიტალური პარამეტრები. დანარჩენებთნ, არცერთთან ამ ეტაპზე არ დგინდება გართულება. ველოდებით ლუგარის ლაბორაროტიიდან პასუხებს“, – ამბობს ლევან რატიანი.