15 ახალი ინფიცირებულიდან 2 პაციენტის ინფიცირების წყარო დაუდგენელია - ეზუგბაია

პუბლიკა

დღეს დადასტურებული 15 ახალი ინფიცირებულიდან, ძირითადად, ყველა წყარო ცნობილია: მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო. ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ცნობით, ორი პაციენტის ინფიცირების წყარო, ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, დაუდგენელია და გრძელდება „ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა”. ექიმი აღნიშნავს, რომ მათგან თბილისის ინფექციურში არცერთი პაციენტი არ არის შეყვანილი.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 7 ადამიანი, მათაგნ 4 ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა.

„ამ ეტაპზე ჩვენთან, კოვიდის მიმღებ ცენტრებში 349 პაციენტი მკურნალობს დღეს დილის მდგომარეობით. ჩვენთან მოსულ პაციენტებს ჩვენვე ვუტარებთ კვლევებს და დადასტურების შემთხვევაში, წვებიან ჩვენთან. რეგიონებიდან ჩვენთან პაციენტები თითქმის არ შემოჰყავთ”, – აცხადებს ეზუგბაია.

კლინიკაში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი წევს. მათგან მძიმე მხოლოდ 5-ია. აღენიშნებათ მძიმე პნევმონია, თუმცა მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

კლინიკაში მოთავსებულთაგან 11 მოზარდია. ეზუგბაიას ცნობით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა, დაავადების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, გამოჯანმრთელებაზე მათი ტესტირება ჯერ ადრეა.


28 აპრილის 11:00-ისთვის STOPCOV.GE-ის მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 511
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 156
  • მათ შორის გარდაცვლილი – 6
  • კარანტინის რეჟიმში – 5085
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3