თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 15 ახალი ინფიცირებულიდან 4 ინფიცირებულის წყარო არის ლენჯერი, 6 პაციენტის წყარო არის კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, 3 პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა, 2 შემთხვევაზე ეპიდკვლევა გრძელდება, კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით.
„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა 20-ით, 1128 გამოჯანმრთელებული გვყავს. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა 81%-არის, ამ მონაცემების შეჯერებით, კოვიდცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა.
240 დადასტურებული შემთხვევიდან, 6 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, რომელიც კოვიდცენტრების რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ, 23 მძიმე პაციენტია, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 20 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ქვეყანაში კორონავირუსის 1 385 შემთხვევაა დადასტურებული.
განახლებული სტატისტიკა ამგვარია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 385;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1128;
- მათ შორის გარდაცვლილი – 17;
- კარანტინის რეჟიმში – 6903;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;