15 ახალი შემთხვევიდან 9 უკავშირდება სვანეთში მოგზაურობას - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 15 ახალი შემთხვევიდან 9 უკავშირდება სვანეთში მოგზაურობას.

„15 ახალი დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთია: 9 არის მოგზაურობა ამ ეპიდაფექთების ზონაში [სვანეთი]; 4 შემთხვევა გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები; ერთი შემოტანილია და სატვირთო მანქანის მძღოლია; ერთ შემთხვევაზე გრძელდება კვლევა, კონტაქტების მოძიება წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 კრიტიკული პაციენტია. ხოლო მძიმე პაციენტების რაოდენობა კი 19-ს შეადგენს.


საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულია  1088 ადამიანი.

covid-19-ის ინფექციით  საქართველოში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 5 97 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.