15 აპრილის მონაცემებით, სულ 24 917 ადამიანია აცრილი | NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 აპრილის მონაცემებით, ჯამურად აიცრა 24 917 ადამიანი.

აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად უნდა ეწვიოთ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკოთ ნომერზე 1522.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 32 801 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 1 030 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელია  3.14 %.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური8 921 შემთხვევაა, რომელთაგან 2 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში –  1 294, აჭარაში – 400, იმერეთში – 359.

ამ ეტაპზე 446 მძიმე პაციენტია, აქედან თბილისში – 213, აჭარაში – 59, იმერეთში -79.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 პაციენტი: თბილისში – 51, აჭარაში -9, იმერეთში – 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 – თბილისში, 163 – აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.