15 ივნისიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა აღდგება

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან სამგზავრო მატარებლის მოძრაობა აღდგება, ამასთან ამოქმედდება შიდა ტურიზმი. ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, შრომის ინსპექციის თანამშრომლები დღეს საჩვენებელ ვიზიტზე არიან და ამოწმებენ რკინიგზას, პროტოკოლები კი უკვე შემუშავებულია.

„პირბადის ტარება არის სავალდებულო. ვინაიდან გვაძლევს და არის იმის შესაძლებლობა, რომ სპეციალური ულტრაიისფერი სხივებითა და შესაბამისი ვენტილაციის გამოყენებით იყოს მეტი პრევენცია, ეს არის მოთხოვნადი ბუნებრივია და იქნება რეალიზებული“, – აცხადებს ფერაძე.