დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისის პერიოდში დაიდება სეროპრევალენტობის კვლევის შედეგები. ამ კვლევის მონაცემებამდე კი სიეტლის უნივერსიტეტის მონაცემებით, დღესდღეობით, საქართველოს მოსახლეობის 15%-მდე ინფიცირებულია.
„ალბათ, სადღაც, ამ თვის ბოლოს, იანვრის დასაწყისში იქნება სეროპრევალენტობის კვლევა, რომელიც 6 000 ადამიანზე ხორციელდება ქვეყანაში, ანუ ვიკვლევთ ანტისხეულებს, რომლებიც მიუთითებს, ვის აქვს გადატანილი ინფექცია. შემთხვევით (რანდომულად) შერჩეულ 6 ათას ადამიანს უტარდება ეს კვლევა და გვექნება სადღაც იანვრის დასაწყისში შედეგები;
ამავე დროს იცით, ჩვენ ვეყრდნობით ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის სიეტლის უნივერსიტეტის მონაცემებს ბევრ პროგნოზირებაში და, მათი მონაცემებით, დღეს სადღაც 15%-მდე მოსახლეობის უნდა იყოს ინფიცირებული უკვე, ანუ, თუ დღეს ინფიცირებულია ოფიციალურად 191 ათასი ადამიანი, რომელიც ლაბორატორიულადაა დადასტურებული, დაახლოებით, სულ მცირე, 2-ზე, 2.5-ზე უნდა გაამრავლოთ“, – განმარტა გამყრელიძემ.