15 სექტმებრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვალდებულია, იქონიოს 72-საათიანი PCR ტესტი - პრემიერი

პუბლიკა

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი ვალდებულია, იქონიოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი. ამის შესახებ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განაცხადა.

„15 სექტმებრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი ვალდებულება, ქვეყანაში თავისუფლად შემოდიოდნენ, მათ გაუჩნდებათ ვალდებულება, თან იქონიონ 72-საათიანი PCR ტესტი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ. ჩვენს კოლეგებსა და პარტნიორებთან ერთად დავაზღციოთ მოქალაქეებისა და სტუმრების ჯანმრთელობა. ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ, მათ დაეკისრებათ ჩვენი თხოვნა 15 სექტემბრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.