15 წლის გოგონა „ქორწინების მიზნით" გაიტაცეს და გააუპატიურეს - შსს

პუბლიკა

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში 3 პირი დააკავა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და გაუპატიურებაში ედება ბრალი, ხოლო 1998 წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში არიან ბრალდებულნი.

დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

„გამოძიების მიხედვით  ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა”, – წერს შსს.