15 წლის მოზარდი, რომელსაც ხუთი დღე ეძებდნენ, იპოვეს

პუბლიკა

15 წლის გოგო, რომელსაც ოჯახი და პოლიცია ხუთი დღე ეძებდნენ, იპოვეს. მოზარდი უკვე სახლშია. ის გუშინ თბილისში იპოვეს. ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მოზარდი სახლიდან კვირას, 19 ივლისს გავიდა. გოგოს მამა „ტელეკომპანია პირველთან“ ამბობდა, რომ ოჯახმა მოზარდის დაკარგვის შესახებ პოლიციაში იმ დღესვე განაცხადა.