შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 9 სექტემბრის მონაცემებით, 1500-მდე შემოწმებული სკოლიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს.
ბექა ფერაძის განცხადებით, ამ 1500 სკოლიდან სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე 614 სკოლას მისცეს.
„სკოლების შემოწმება გრძელდება, დღეის მდგომარეობით შემოწმებულია 1500-მდე სკოლა, საიდანაც 614 სკოლაზე გავეცით ნაბართვა, ვერ დააკმაყოფილა 81-მა, დანარჩენი კი შემოწმების პროცესშია და ველოდებით გარკვეულ დოკუმენტაციას, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ.
ასევე შემოწმებული გვაქვს 10-ზე მეტი უნივერსიტეტი, საიდანაც თითოეულ მათგანზე გაცემულია ნაბართვა და პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.