ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 15:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 279 947 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 36.45%-ია.
“ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა ქვემო ქართლში – ეს არის 33.9%, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობაა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში.” – განაცხადა ანა მიქელაძემ.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 34.79% იყო.