ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ დღეს გამოვლენილი ახალი 152 შემთხვევის წყაროებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს გამოვლენილი შემთხვევებიდან 90 აჭარაში დადასტურდა. 15 შემთხვევა ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლასთან არის დაკავშირებული.
„დღეს დაგვემატა 152 ახალი შემთხვევა. აქედან, 90 არის აჭარა, 15 გახლავთ ქუთაისის 32-ე სკოლის შემთხვევები, 15 არის „ენგურჰესითან” დაკავშირებული, 17 დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი შემოტანილი შემთხვევა და 11 შემთხვევაზე გრძელდება კვლევა წყაროს დადგენის მიზნით.“ – აღნიშნა მარიან ეზუგბაიამ.
13 სექტემბერს საქ-ში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ ექვსით გაიზარდა და სულ 1 369-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.