NDI: 16% ამბობს, რომ მოსალოდნელია, სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს

პუბლიკა

მოსახლეობის 16% ამბობს, რომ მომდევნო ერთ წელიწადში მოსალოდნელია, რომ სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდეს, – ამის შესახებ საუბარია საზოგადოებრივი აზრის კვლევის უახლეს ანგარიშში, რომელსაც NDI ავრცელებს.

უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და სამუშაო ადგილების ნაკლებობაა:

უმრავლესობა (80%) ამბობს, რომ ემიგრაციას საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს. უმრავლესობა (62%) ამბობს, რომ პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში ემიგრაციაში წავიდა.

აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2.2%.