16 აპრილს აქციაზე პოლიციამ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ნურლან გაჰრამანლისაც სცემა

პუბლიკა

16 აპრილს აქციაზე, სადაც მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებდნენ, პოლიციამ დამოუკიდებელ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, ნურლან გაჰრამანლისაც სცემა.

როგორც მან X(Twitter)-ზე დაწერა, პოლიციელებმა იცოდნენ, რომ ჟურნალისტი იყო და მაინც იძალადეს.

16 აპრილის აქციაზე სამართალდამცველებმა სცემეს „პუბლიკის” ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილს, „მედია აპრილის” ჟურნალისტ გიორგი ბასხაჯაურს და „ტაბულას” ჟურნალისტ გიორგი ბადრიძეს.

ნურლან გაჰრამანლი CPJ-სთან ჰყვება, რომ სპეცრაზმის მიერ დემონსტრანტების ცემას იღებდა, როდესაც ერთ-ერთმა ოფიცერმა მას ტელეფონი გამოგლიჯა და მიწაზე დაანარცხა, მიუხედავად იმისა, რომ ნურლანმა არაერთხელ უთხრა, რომ ჟურნალისტია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, სამმა ან ოთხმა სამართალდამცველმა ის ალყაში მოაქცია, ერთმა მათგანმა ხელკეტი ცხვირში ხელკეტი დაარტყა, მეორემ კი – მუშტი სახეში, რის შედეგადაც მას სახეზე შეშუპება, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები გაუჩნდა.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით; გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ როგორც „პუბლიკის”, „ტაბულას” და „აპრილის” ჟურნალისტები, ისე ნურლან გაჰრამანლიც. უწყებისვე ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაზიანებებზე დანიშნულია ექსპერტიზაც.