16 ნოემბერი | 83 გარდაცვლილი და კორონავირუსის 5 204 ახალი შემთხვევა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 791 115-ს.

გარდაიცვალა კიდევ 83 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 140 პირი ემსხვერპლა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4 785 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 727 184.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.85%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.25%.

გუშინ საქართველოში 52 834 ტესტი ჩატარდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 204 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 857 შემთხვევა, აჭარა – 210, იმერეთი – 1 008, ქვემო ქართლი – 308, შიდა ქართლი – 435, გურია – 148, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 443, კახეთი – 384, მცხეთა-მთიანეთი – 168, სამცხე-ჯავახეთი – 168, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -75.