დღეს, 16 ნოემბერს, საქართველოში კორონავირუსის 3 157 ახალი შემთხვევა დადასტურდა; StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 30 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 3 230 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 82835
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 65291
- მათ შორის გარდაცვლილი – 733
- კარანტინის რეჟიმში – 2735
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5658
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 3315
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41