16 ნოემბერი | კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა,  – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  82 835-ს.

 ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 230 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  65 291-მდე.

ბოლო 24 საათში  გარდაიცვალა  30 ადამიანი, მათ შორის,  თბილისში –  15,  აჭარაში – 5, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი: თბილისში – 1 249 შემთხვევა, აჭარა – 516, იმერეთი – 477, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 181, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 212, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 121, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 785.  საავადმყოფოში მკურნალობს 5 658 ადამიანი, მათ შორის:  თბილისის საავადმყოფოებში – 2 652, აჭარაში – 930, იმერეთში – 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის: თბილისში – 375, აჭარაში – 135, იმერეთში – 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 363 პირი, მათ შორის, თბილისში – 170, აჭარაში – 110, იმერეთში – 27.

3 315 ადამიანი  არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის: 1 565 – აჭარაში, 1 248 – თბილისში, ხოლო 229 – იმერეთში. 7 812 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 735 ადამიანი, მათ შორის: თბილისში – 425, აჭარაში -1 540, ხოლო იმერეთში – 32.

სულ  6 ოქტომბრიდან – 15 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 15 501 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში – 17 779, იმერეთში – 5 230.