16 თებერვალი | 15 315 ახალი შემთხვევა და 55 გარდაცვლილი

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი.

15 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 32.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 31.51%.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 10 894 პაციენტი.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 496 156.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა.

ჩატარდა სულ 50 058 კვლევა,  მათგან 31 794 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 264 – PCR-ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევები რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი – 7 055 შემთხვევა, აჭარა – 960, იმერეთი – 2 233, ქვემო ქართლი – 907, შიდა ქართლი – 834, გურია – 470, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 131, კახეთი – 1 118, მცხეთა-მთიანეთი – 286, სამცხე-ჯავახეთი – 235, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 86.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) ავრცელებს.