საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი. კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 3,6%, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 2.4%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის – 2,9%.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 549 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 802 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 747 PCR ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 328 შემთხვევა, აჭარა – 32, იმერეთი – 138, ქვემო ქართლი – 25, შიდა ქართლი – 69, გურია – 55, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 33, მცხეთა-მთიანეთი – 9, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.