შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში ერთი პირი დააკავა. დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას უწყებაში ამბობენ, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს – სრულწლოვნის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში.
დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.