160 ახალი შემთხვევა, 10 გარდაცვლილი | კორონავირუსის სტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 160 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ჩატარდა  17 947 ტესტი, მათ შორის 13 244 ანტიგენის და 4 703 PCR.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.9%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.44%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 409 პირი, გარდაიცვალა 10 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 520 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 160 ახალი შემთხვევიდან: 

  • თბილისში გამოვლენილია 73 შემთხვევა;
  • აჭარა – 17;
  • იმერეთი – 33;
  • ქვემო ქართლი – 5;
  • შიდა ქართლი – 3;
  • გურია – 9;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 9;
  • კახეთი – 6;
  • მცხეთა-მთიანეთი – 3;
  • სამცხე-ჯავახეთი – 1;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

საკოორდინაციო საბჭოს ცნობით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 1 849, საიდანაც 1 510 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 265 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 89 პირი. 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 185 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 253 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 6 816 ადამიანი.