ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 071-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 101-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 998 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალ შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება:
თბილისი – 477 შემთხვევა,
აჭარა – 64,
იმერეთი – 164,
ქვემო ქართლი – 65,
შიდა ქართლი – 85,
გურია – 13,
სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118,
კახეთი – 95,
მცხეთა-მთიანეთი – 27,
სამცხე-ჯავახეთი -18,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.