17 თებერვალი | კორონავირუსის 486 ახალი შემთხვევა და 13 გარდაცვლილი

პუბლიკა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 13 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.8%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.4%.

განახლებული მონაცემების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა.

ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 192 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 628 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 564 Pჩღ ტესტით.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 499 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 259 727-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 194 შემთხვევა
  • აჭარა – 32
  • იმერეთი – 49
  • ქვემო ქართლი – 14
  • შიდა ქართლი – 36
  • გურია – 37
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 34
  • კახეთი – 74
  • მცხეთა-მთიანეთი – 8
  • სამცხე-ჯავახეთი – 4
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 805, საიდანაც:1 828 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 810, აჭარაში – 166, იმერეთში – 421.

ამ ეტაპზე მძიმეა 379 პაციენტის მდგომარეობა, რომელთაგან თბილისში – 156, აჭარაში – 39, იმერეთში – 113-ია.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პაციენტი, მათგან თბილისში – 67, აჭარაში- 6, იმერეთში – 14.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი, რომელთაგან თბილისში – 98, ხოლო აჭარაში – 45-ია.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 485 ადამიანი, რომელთაგან თბილისში – 6 325, აჭარაში – 644, იმერეთში – 1 159-ია“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.