გოგონა, რომელიც სავარაუდოდ „ცოლად მოყვანის მიზნით“ მოიტაცეს. ნაპოვნია. ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, იგი პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფება.
გოგონა, სავარაუდოდ გუშინ, 11 აგვისტოს 18:00-ზე გორიდან მოიტაცეს.
ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის, თამარ ლუკავას ინფორმაციით, ოჯახის მიმართვის შემდეგ სამართალდამცველებმა საქმის მიმართ გულგრილობა გამოიჩინეს, რის გამოც ოჯახმა გენერალურ ინსპექციასაც მიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.