170 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი | კოვიდსტატისტიკა და განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 396 კოვიდპაციენტი და გარდაიცვალა 10 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაცია Stopcov.ge-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 185 კვლევა ტესტით, აქედან 2 993 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 192 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.75 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევა, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონებზე ასე განაწილდა: თბილისი გამოვლენილია 85 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 22, ქვემო ქართლი – 19, შიდა ქართლი – 2, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 5, კახეთი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 3 545 შემთხვევაა, რომელთაგან: 1 460 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 291  მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პაციენტი. 173 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.