17:00 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა - ცესკო

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 607 530 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 45.77%-ია.

“ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა კვლავ ქვემო ქართლში – ეს არის  41.9%, ხოლო ყველაზე მაღალი აქტივობაა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში – 57.3%” – განაცხადა ანა მიქელაძემ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 42.04% იყო.