1743 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი - კორონავირუსის 30 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1743 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გამოჯანმრთელდა 2266 პაციენტი, გარდაიცვალა 29 ადამიანი.

დადებითობის 14 დღიანი მაჩვენებელია – 6.04%, 7 დღიანი მაჩვენებელია – 5.65%

ბოლო 24 საათში ჩატარდა 10 347 აცრა.