18-19 აგვისტოს პუტინი სახელმწიფო ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში ჩავა.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეები აპირებენ განიხილონ რუსეთ-აზერბაიჯანის „სტრატეგიული პარტნიორობა და სამოკავშირეო ურთიერთობების შემდგომი განვითარების, ასევე, მიმდინარე საერთაშორისო და რეგიონული საკითხები”.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ერთობლივი განცხადების დამტკიცება და სამთავრობათშორისო შეთანხმებების, ასევე, სხვა დოკუმენტების ხელმოწერა.