Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია, „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ 18 აპრილს სპეციალური რეისით იერუსალიმიდან აღდგომის ცეცხლს მისი ავიაკომპანია ჩამოიტანს.
მისივე თქმით, დღეს შეხვედრა ჰქონდა საპატრიარქოში, სადაც მას ილია II-მ ხატი აჩუქა. „ეს ხატი ამიერიდან ყველა იმ რეისს წარუძღვება წინ, რითაც ჩვენს მოქალაქეებს სამშობლოში ვაბრუნებთ – გვითხრა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, სპეცრეისისთვის თანხა შესაძლოა, სხვადასხვა ბიზნესმენმა გაიღოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ევროპის სხვადასხვა ქალაქში საქართველოს მრავალი მოქალაქეა ჩარჩენილი, რომელთა დროული ტრანსპორტირება და ავიარეისების ორგანიზება ხელისუფლებას უჭირს.