ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსით ინფირიცებულთა ნაწილი საავადმყოფოების ნაცვლად მკურნალობას საკარინტინო სივრცეებში გააგრძელებენ. პაციენტების ნაწილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სასტუმროებში დღეიდან გადაინაცვლებს.
„ჩვენ განვსაზღვრეთ კლინიკურ ჯგუფთან ერთად ის პროტოკოლი, რომლითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. იქნება შემდეგი მიდგომა:
65 წელს ზემოთ პაციენტებს სასტუმროებში არ გადაიყვანენ. ხოლო 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებიც არიან Covid-ინფიცირებულები და არ აქვთ თანმხლები ქრონიკული დაავადებები, უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობას გააგრძელებენ საკარანტინო სივრცეებად მოწყობილ სასტუმროებში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.