18 ივლისს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ

პუბლიკა

18 ივლისს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

„ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა 18 ივლისს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე გაიმართება“, – ავრცელებს ინფორმაციას პარლამენტი.