1857 ახალი შემთხვევა, 24 გარდაცვლილი | Covid-19-ის განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

დღეს, 12 იანვარს ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1857 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 993 პირი, გარდაიცვალა 24 პაციენტი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა;
  • აჭარა-97;
  • იმერეთი-334;
  • ქვემო ქართლი-143;
  • შიდა ქართლი-113;
  • გურია-30;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი-158;
  • კახეთი-147;
  • მცხეთა-მთიანეთი-41;
  • სამცხე-ჯავახეთი-29;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 11 583 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში და 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი და ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი.