საგარეო საკითხებში ევროკავშირის სპიკერი პიტერ სტანო ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ბადებს კითხვებს ევროპულ გზასთან დაკავშირებით.
სტანო რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას გულისხმობს.
“ვწუხვართ, რომ საქართველომ მიიღო რუსეთიდან და რუსეთში ფრენების განახლების გადაწყვეტილება, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსეთმა ფრენებზე აკრძალვა მოხსნა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის გამო ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმაც დაუწესეს სანქციები რუსეთის ავიაციის სექტორს, რის შედეგადაც ჩვენ და პარტნიორები კრძალავენ ფრენებს რუსეთიდან, რუსეთში და რუსეთის თავზე.
საქართველოს ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება იწვევს შეშფოთებას და ბადებს კითხვებს საქართველოს ევროპულ გზასთან დაკავშირებით და იმ შეთანხმებების შესრულებასთან დაკავშირებით, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში არის გათვალისწინებული.
სამწუხაროდ, საქართველოს მიერ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობა დაეცა უკვე ისედაც დაბალი 44%-იდან, რომელიც იყო წინა წელს, 31%-მდე, ეს ნამდვილად იწვევს ჩვენს შეშფოთებას და ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა.
გარდა ამისა, ნება მომეცით გავიმეორო, რომ გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიჩინოს ზოგადი სიფრთხილე რუსეთის ავიაციის სექტორის უსაფრთხოების დონესთან დაკავშირებით”. – ამბობს პიტერ სტანო.