19 098 ახალი შემთხვევა და 38 გარდაცვლილი | 6 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 098 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასულ დღე-ღამეში, გარდაიცვალა 38 პირი და გამოჯანმრთელდა 17 531.

გასულ 24 საათში ქვეყნაში ჩატარდა სულ 52 362 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 383 კვლევა ანტიგენის ტესტით და 22 979 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 36.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.00%.

StopCov.ge-ის ბოლო მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 314 603, მათგან ბოლო 24 საათში – 19 098;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 089 091, ბოლო 24 საათში – 17 531;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 15 212, ბოლო 24 საათში – 38;
  • კარანტინის რეჟიმში – 42;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 5 850
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 174.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 295 შემთხვევა, აჭარა – 1 456, იმერეთი – 2 988, ქვემო ქართლი – 1 008, შიდა ქართლი – 1 147, გურია – 417, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 233, კახეთი – 828, მცხეთა-მთიანეთი – 336, სამცხე-ჯავახეთი – 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 72.