19 აგვისტომდე მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება - სააგენტო

პუბლიკა

19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა ( 34, 39 გრადუსი).

ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო მოსხალეობას აფრთხილებს, რომ 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.