ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში სულ 214 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
„რაც შეეხება 19 ახალ შემთხვევას, მათი კონფიგურაცია ასეთია – 8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 შემთხვევა – გაჩიანიდან, 2 შემოტანილია, იმპორტირებული და აქედან ერთ-ერთი არის სატვირთოს მძღოლი, 1 შემთხვევა არის სამედიცინო პერსონალი და 3 შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა. ინფორმაცია STOPCOV.GE-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 104;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 912;
- მათ შორის გარდაცვლილი – 16;
- კარანტინის რეჟიმში – 5 936;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;