1915 ახალი შემთხვევა და 78 გარდაცვლილი | კორონავირუსის 30 აგვისტოს სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 21 411 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 305 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 106 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915  ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  545 033-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 29 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 929 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 488 661.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 78 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 915 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 727 შემთხვევა
  • აჭარა – 247
  • იმერეთი – 180
  • ქვემო ქართლი – 88
  • შიდა ქართლი – 140
  • გურია – 72
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 171
  • კახეთი – 174
  • მცხეთა-მთიანეთი – 32
  • სამცხე-ჯავახეთი – 53
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 49 017 საიდანაც: 7 660 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 284, აჭარაში – 1 012, იმერეთში – 1 178. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 660 პირი, მათ შორის, თბილისში – 713, აჭარაში – 171, იმერეთში – 353.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 371 პირი,  მათგან თბილისში – 226, აჭარაში – 42, იმერეთში – 25. 2 864 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 293 – თბილისში, 1 026 – აჭარაში.  38 493 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 103 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 101, ხოლო აჭარაში – 2.

სულ  6 ოქტომბრიდან – 29 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 109 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 572 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 25 398, პირი, აჭარაში – 6 221, იმერეთში – 3 998.