Bloomberg-ის მიხედვით, რუსეთმა 1917 წლის რევოლუციის შემდეგ პირველად განიცადა დეფოლტი საგარეო ვალზე და კიდევ უფრო დაშორდა საერთაშორისო საფინანსო სისტემას, საიდანაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოყოფა დაიწყო.
რუსეთმა ევრობონდებს ვერ გადაუხადა 100 მილიონი დოლარი, რომლის ბოლო ვადაც ჯერ კიდევ 27 მაისს იყო, გადავადების შემდეგ კი მისი გადახდა 27 ივნისამდე დაევალა. რუსეთის დეფოლტი საერთაშორისო ფინანსურ გამოცემებს ჯერ კიდევ არ გამოუცხადებიათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვალის გადახდა კიდევ ერთხელ ვერ შეძლო, სავარაუდოდ, რომ დღეს მის დეფოლტზე ოფიციალურადაც გახდება ცნობილი.
კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი კი აცხადებს, რომ მათ აუცილებლი გადახდა ჯერ კიდევ მაისში შეასრულეს, თუმცა Euroclear-მა თანხა დააკავა. ამიტომ, ისინი დეფოლტის შეფასებას არ ეთანხმებიან.