რუსები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღებას ცდილობენ - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავონ.

„ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს სწირავენ იმისთვის, რომ 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს. ამის შესახებ ვესაუბრე შვედეთის პრემიერ-მინისტრს. ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ“, – წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.