1997 ახალი შემთხვევა, 52 გარდაცვლილი | 18 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1997 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 52 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 1 232 პირი. ჩატარდა 32 071 ტესტი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.23%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.02%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 997 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 692 შემთხვევა, აჭარა – 124, იმერეთი – 292, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 154, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 199, კახეთი – 220, მცხეთა-მთიანეთი – 56, სამცხე-ჯავახეთი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 30.