2 141 ახალი შემთხვევა და 44 გარდაცვლილი | კორონავირუსის 1 ნოემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და  გარდაიცვალა კიდევ 44 ადამიანი.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 24 საათში 19 886 ტესტი გაკეთდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10,77%, ბოლო 14 დღის – 8,94%, ბოლო 7 დღის – 8,83%.