2-3 კვირაში „ომიკრონი“, შესაძლებელია, რომ გახდეს დომინანტი ჩვენს ქვეყანაში - გამყრელიძე

პუბლიკა

„ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონის“ შტამი, შესაძლებელია, ჩვენს ქვეყანაშიც გახდეს დომინანტი,  „დელტასთან“ მიმართებით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 63 შემთხვევა და მიმდინარეობს მათი კონტაქტების ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.

„მიმდინარეობს მათი კონტაქტებისა და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. მათგან მძიმე არავინაა. უმრავლესობა აცრილია. 6-ს ჰქონდა გადატანილი დაავადება, რეინფიცირებაა. ხუთი კი 18 წლამდეა, მოზარდი და ბავშვი. აქედან სტაციონარში არის, თუ არ მეშლება, 3 ადამიანი, მაგრამ არა იმისთვის, რომ სტაციონარში მკურნალობა სჭირდებათ, იქ არის სხვა ფაქტორები. მათ გამოკვლევები სჭირდებათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.