დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 455 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 427 ადამიანი გამოჯანმრთელდა; კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 6,79%, ბოლო 14 დღის – 8,48%, ბოლო 7 დღის – 7,69%
➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 455 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 890 შემთხვევა, აჭარა – 249, იმერეთი – 342, ქვემო ქართლი – 170, შიდა ქართლი – 142, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219, კახეთი – 211, მცხეთა-მთიანეთი – 67, სამცხე-ჯავახეთი – 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 123 საიდანაც: • 6 417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 743, აჭარაში – 721, იმერეთში – 1 081.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 500 პირი, მათ შორის, თბილისში – 650, აჭარაში – 167, იმერეთში – 345. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 32, იმერეთში – 30.
2 032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 049 – თბილისში, 593 – აჭარაში.
24 674 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.