2-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან სეტყვაც

პუბლიკა

2-5 მაისს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ამ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსი იქნება.

თბილისში 2 – 5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +22 +25 გრადუსი დაფიქსირდება.