2 533 ახალი შემთხვევა, 57 გარდაცვლილი |11 სექტემბრის სტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 533 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 1 762 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 57 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,37%, ბოლო 14 დღის – 8,09%, ბოლო შვიდი დღის – 7,5%.